Skip to content

Last two week-ends

June 24, 2011
ეს არის ორნაწილიანი პოსტი ორივე ნაწილით. 

ბოლო ორი შაბათ-კვირა ოჯახის გარეშე გავატარე, სხვაგან, თბილისისგან შორს. პირველი – კლასელების გარემოცვაში, მეორე – ბლოგერებთან ერთად. 

ერთი, ორი, სამი… ვამხნევებ ჩემს თავს და ვიწყებ!

I ნაწილი ანუ პირველი უიქენდი

ტურისტულმა კომპანიამ, “ნატალთრეველმა”, რამდენიმე თვის წინ კონკურსი გამოაცხადა – სკოლის მოსწავლეებს უნდა შეედგინათ ლაშქრობის მარშუტი, საოცნებო. მასში მონაწილეობა მე და ჩემმა 9 კლასელმაც (ჯგუფი მაქსიმუმ ათკაციანი უნდა ყოფილიყო) მივიღეთ. მართლა ბევრი ვიწვალე და ოჯახური კონფლიქტიც კი მომივიდა (:D) ამ პროექტის გამო, მაგრამ საბოლოოდ “ორდღიანი ლაშქრობა სამცხე-ჯავახეთში” გამარჯვებული გახდა. შედეგად, 11-12 ივნისს “ნატალტრეველმა” ჩვენივე მარშუტის მიხედვით წაგვიყვანა ლაშქრობაზე. ["ნატალთრეველს" დავთაგავდი, რა თქმა უნდა, Facebook-ზე გვერდის მაგივრად ჩვეულებრივი ექაუნთი რომ არ ჰქონდეთ :/ ]

მარშუტი:
თბილისი-ნინოწმინდა-ხერთვისი-კვარშა-გელსუნდა-წუნდა-ვარძია-ასპინძა-ახალციხე-თბილისი. (ვანის ქვაბები, თმოგვი)
პირველად ვიყავი სამცხე-ჯავახეთში და აღვფრთოვანდი იმ ყველაფრით, რაც ვნახე. ვფიქრობ, ფოტოებიც საკმარისია ემოციების გადმოსაცემად. [სურათებს გასადიდებლად ჰკლიკეთ]

ვანის ქვაბები
კვარშა
ვარძია
ყველაფერი ძალიან კარგი იყო და, სხვათაშორის, პირველად მეძინა კარავში! თუმცა, რამდენად ერქვა ძილი 5 გოგოსთან ერთად ‘ჭორაობას’ და მზადყოფნას იმისთვის, რომ ბიჭებს არ გავეპასტეთ, ესეც საკითხავია. [კარავი შიგნიდან ჩავკეტეთ და რადგან მასში შემოღწევის შანსი 0 ჰქონდათ, 'კრეატიულმა' კლასელებმა სხვა ხერხს მიმართეს -
გარეთ, კარვის ქვეშ 'დამალულ' ჩვენს ფეხსაცმლებში ჩაასხეს მაიონეზი, ტომატი, კბილის პასტა... ჩაყარეს მარილი და ნაცარი. ჩემი ფეხსაცმელი მარტივად გადარჩა, თუმცა მხოლოდ ამიტომ არ გამკვირვებია სხვა გოგოების ისტერიკები. სხვა რა უნდა დაგამახსოვრდეს ლაშქრობიდან, თუ არა გაუბედურებული ფეხსაცმელი?! და რადგან ასე ვფიქრობ, მე ალბათ ყველაზე მეტად გავუგე ბიჭებს და ყველაზე მეტად  გამეცინე გოგოებზე : ) ]

მოკლედ, მთელი ღამე არ გვეძინა. კარვებში შესვლამდე ვისხედით კოცონის ირგვლივ, ვთამაშობდით, რაღაცებს ვყვებოდით, ვმხიარულობდით… ბოლოს, ზემოთ აღნიშნული ფაქტის გამო, ბიჭებისა და გოგოების ჩხუბში დაგვათენდა.

პირდაპირ ვარძიის ძირში ვიყავით დაბანაკებულები <3
გამოცდილება#1
როდესაც ხარ ლაშქრობაზე, უნდა დაიძინო ღამით! იმიტომ რომ, მეორე დღეს ივლი და დაათვალიერებ იმას, რაც დასათვალიერებელი დაგრჩა. და ამის გაკეთება მაშინ, როცა 24 საათი არ გძინებია, ნიშნავს იმას, რომ დღის ბოლოს “გარდაიცვლები”!

ადვილი წარმოსადგენია როგორ გავერთეთ გზაში, აქედან და როგორ გვეძინებოდა გზაში, იქიდან. :D
მეც დავბრუნდი სახლში ნახევრად მძინარე და აბა გამოიცანით – რა გავაკეთე? მათემატიკის პროექტი!!! [პასუხისმგებლობის გრძნობას რა ვუთხარი :D ]
ღამით, 11 საათზე, უკვე ვმოძრაობდი და ვმეტყველებდი მთვრალივით. ამიტომ ბანაობის პროცესი არ მახსოვს, ნუ დამისვამთ კითხვებს! :D
მეორე დღეს, ორშაბათს, სასკოლოს გამო ყველანი მივედით სკოლაში. დანგრეულები, განადგურებულები, ისევ უძინარები და მაინც, რაღაცნაირად ბედნიერები.
და, აი, მივაღწიე ამ ამბის ფინალამდე – სკოლიდან მოსული დავჯექი დივანზე. ნუ, მე მგონია ვზივარ, და ამ დროს თურმე ვწევარ! და კიდევ -მე მგონია მღვიძავს და ამ დროს თურმე მძინავს! ვიღვიძებ 7 საათზე, პირველი 10 წამი პანიკაში ვარ – ვფიქრობ, რომ  სკოლაში დამაგვიანდა, თან სასტიკად, რადგან საათი 19:00-ს უჩვენებს. მერე ვმშვიდდები და ამაყად ვამბობ – რა კარგია, როცა არ გეძინება!

II ნაწილი ანუ მეორე უიქენდი

ბლოგერებს უნდა გაგვეგზავნა ჩვენი პროექტები სოციალური მედიის განვითარების ფონდისთვის, რათა მოვხვედრილიყავით  ”ქართული ბლოგინგის დღეები 2011″-ზე, რომელიც გაიმართებოდა კვარიათში. და როგორც უკვე მიხვდით, მე  მონაწილეობა მივიღე ამ ყველაფერში.   

განრიგი:
პარასკევი:

09:00 – 09:30- შეკრება, გამგზავრება
09:30 – 16:30 – გზა.
16:30 – 17:30 – დაბინავება
18:00 – 19:00 სადილი
19:00 – 20:00 შეხვედრა, გაცნობა, განახლებული სარფის საბაჟოს დათვალიერება.
20:00 -თავისუფალი დრო

შაბათი:

08:30- 09:30 – საუზმე
10:00 – 12:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია.
12:00 12-30 – შესვენება
12:30 – 14:00 – კონფერენცია, პროექტების პრეზენტაცია (გაგრძელება)
14:00 – 15:00 – სადილი
15:00 – 16:00 – შეჯამება- სიგელების გადაცემის ცერემონია.
16:00 – 18:00 – თავისუფალი დრო
18:30 – 19:30 ბათუმში გამგზავრება
19:30 – ავტობუსთან შეკრება ძველ ბულვარში, იუსტიციის სახლთან გამგზავრება
20:00 – 21:00 იუსტიციის სახლის პრეზენტაცია
21:00 – აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან შეხვედრა (ვახშამი აჭარის მთავრობის სახელით)

კვირა

08:30 – 9:30 – საუზმე
9:30 – გამგზავრება მარალმთიან აჭარაში, მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ღვინის დეგუსტაცია, ფოლკლორული ტრადიციები, უნიკალური ბუნება (სადილი რესტორანში)
17:00 – თბილისში გამგზავრება.
და ჩვენ ეს ყველაფერი შევასრულეთ!
ჩვენი სასტუმრო

რა როგორ მოხდა, ამის დაწერას არ ვაპირებ – უკვე ბევრმა ბლოგერმა დაპოსტა და რაღაცნაირად მომაბეზრებელია. 
მივხედოთ ემოციურ მხარეს: ზღვა პირველად ვნახე! ისეთი დიდია, ისეთი ლამაზი, ისეთი რაღაცნაირი! <3 როცა ცურვა არ იცი, საუკეთესო გამოსავალი მის ნაპირთან დაწოლაა – ტალღები გეხეთქება, ქაფს ზედ გიტოვებს და ენერგიას გჩუქნის.

იუსტიციის სახლის მე-16 სართულიდან დანახული ზღვა <3

ცურვას რომ ვისწავლი, მერე გავიგებ, როგორია იყო ზღვაში, ღრმად. ანუ კიდევ უფრო კარგი განცდები მელის წინ.
ხო, კიდევ, მიუხედავად იმისა, რომ ლაშქრობაზე არ ვიყავი, პირველ უიქენდზე მიღებული გამოცდილება გავითვალისწინე – ორივე ღამით კარები ჩავრაზე და დავიძინე <3
სხვა ყველაფერი მოკლედ და კონკრეტულად: 
მქონდა პრეზენტაცია; ვისწავლე უნოს თამაში; გადმოვიხედე უისტიციის სახლის მე-16 სართულიდან; ვიყავი მაღალმთიან აჭარაში და გავსინჯე იქაური კერძები…

პროექტების პრეზენტაცია

ვთამაშობ უნოს <3

იუსტიციის სახლი, სადაც ალაფუშეტით გაგვიმასპინძლდნენ
ბლოგერები იუსტიციის ძალიან ლამაზ სახლში

კვარიათიდან თბილისამდე ჩამოვედი 14 საათში, რიკოთის ამბებისა და ავტობუსის გაფუჭების გამო.
სახლში მოვედი დილის 7 საათზე, დავიძინე და  სიზმარში ვნახე, რომ მქონდა სახლი… ზღვის პირას.
შეიძლება ითქვას, რომ “ქართული ბლოგინგის დღეები 2011″-მა წარმატებით ჩაიარა, ჩემთან ერთად.
ბონუსი:
ეს არის “გაცნობის ვიდეო”. 6:22-დან ვარ მე და ვამბობ გენიალურ ფრაზას! და ისევე, როგორც სხვა ყველას, მეც პირში მეჩრება ყოვლად მოუსვენარი ზურიუსი. :D

 

დასკვნა 

ბოლო ორი შაბათ-კვირა ოჯახის გარეშე გავატარე, სხვაგან, თბილისისგან შორს. პირველი – კლასელების გარემოცვაში, მეორე – ბლოგერებთან ერთად. + ყველაფერი იყო მშვენიერი.
One Comment leave one →
  1. March 1, 2012 4:24 pm

    au ra magari saitia daveciiiiiiiiiiiiiiiiiiiiiiii :P :P:P:P:P:P:P:P:P:P:P::D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D:D Waw!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 136 other followers