Skip to content

16 საუკეთესო პოსტი

*რატომ 16? - 16 ჩემი საყვარელი რიცხვია. მიზეზი მარტივია – 16 დეკემბერს დავიბადე.  ვის არ უყვარს თავისი დაბადების დღის თარიღი?! მეც მაქვს რაღაც საერთო ადამიანებთან.

*პოსტები სტატისტიკის გათვალისწინებით არაა შერჩეული. საერთოდ, ეს ბლოგი სტატისტიკას არ ექვემდებარება და აქ ყველაფერი ჩემი სურვილისამებრ ხდება.    საუკეთესო პოსტებიც ჩემი შეხედულებითაა არჩეული.

ჩიფსი

1.  ჩიფსი

მოთხრობა აპოლიტიკურად პოლიტიკურია. ერთი სიტყვით – სერიოზულია.

2.  რას მთავაზობენ ბიჭები

სანამ პოსტს წაიკითხავ, რამდენიც არ უნდა იფიქრო, მაინც ვერ გამოიცნობ, თუ რას მთავაზობენ ბიჭები. ამ პოსტის დაწერის შემდეგ შემოთავაზებების რაოდენობამ იმატა.

3. პორტრეტი #1 

მოთხრობა ბიჭზეა, რომელიც არაგანსაკუთრებულად განსაკუთრებულია. და უყვარს რალი.

4. გულწრფელობა და თანაგრძნობა ანუ “როგორ არსებობთ?”

ძალიან გულწრფელი პოსტი, რომელიც ჩემს პირად უბედურებას ეხება.

5.  Lee

მოთხრობა უცნაურ წყვილზეა, რომელსაც მხოლოდ ის აქვს საერთო, რომ ორივეს ეზიზღება რძე, ბავშვობიდან.

6.  ანტიგანწყობა 

ეს ყველაზე უბრალო პოსტია, ამ 16 პოსტიდან. მაგრამ უბრალოებაში[ც]აა ხოლმე გენიალურობა.

დეფიციტია

7.  დეფიციტია

მოთხრობა მეტისმეტად მოკლეა იმისთვის, რომ მოთხრობა ერქვას. და ეყრდნობა რეალურ ფაქტებს.

8.  ერთნაირები 

გინახავს დაქალები, რომლებიც ერთმანეთს არ უსმენენ? ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, შენი პასუხი დადებითია თუ უარყოფითი. ეს ხომ  ცხოვრების ერთ-ერთი უბრალო დეტალია.

9.  საქანელა

მოთხრობა ცხოვრებაზეა და მისი ორივე პერსონაჟი რეალურია. ერთ-ერთს ძალიან ეწყინა, ეს ყველაფერი რომ დავწერე. მეორე – მე ვარ.

10.  მწერლობის შესახებ

ამბავი ჩემზე, ჩემს დაქალსა და ორ ბიჭზე. სულ ესაა. მაგრამ სინამდვილეში…

11. არე

მოთხრობა თანამედროვე ჯადოქრის შესახებაა. თუ ეს ჯადოქარი ოდესმე მოკვდება, მე ვიტირებ.

12. ბიჭები 

პოსტი ძალიან მოკლეა და შეიცავს სიბრძნეს, რომელსაც მხოლოდ ჭკვიანი გოგონები ფლობენ.

13. Last Two Week-ends

ლამაზი სურათები + პირველი შთაბეჭდილებები. მოკლედ, ჩემი ცხოვრებიდან ორი საინტერესო შაბათ-კვირის აღწერა. *მათთვის, ვისაც უყვარს თავგადასავლები

14. ვი ოლ არ ჟრჟოლვინგ

არც მეტი, არც ნაკლები – ჟრჟოლვა. იცი, რატომ განიცდიან მას ადამიანები?

Summer School

15.  Summer School 2010

პოსტი სათაგადასავლოა და აღწერს, როგორ ვიცხოვრე 20 დღის განმავლობაში ინგლისურის საზაფხულო სკოლაში.

16. Another Sixteen

აი, კიდევ ერთი თექვსმეტი. მეთექვსმეტე თექვსმეტი.  *მათთვის, ვისაც უყვარს რეალური დიალოგები

No comments yet

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 136 other followers